LIVE

ბულგარეთი რუსულ გაზზე უარს ამბობს

19 მარ 202219:59
3 წუთის საკითხავი
clock clock 970
ბულგარეთი რუსულ გაზზე უარს ამბობს
south-stream.info

უკრაინის ომის ფონზე ბულგარეთი რუსულ გაზპრომთან ბუნებრივი აირის მიწოდების კონტრაქტს არ განაახლებს და განიხილავს ალტერნატიულ წყაროებს, რათა თავიდან აიცილოს მიწოდების დეფიციტი. განცხადება ვიცე-პრემიერმა, ასენ ვასილევმა გააკეთა.

ბალკანეთის ქვეყანა თითქმის მთლიანად რუსულ გაზზეა დამოკიდებული 10-წლიანი კონტრაქტით, რომელსაც ვადა 2022 წლის ბოლოს ეწურება. ბულგარეთი წლების განმავლობაში აჭიანურებდა პროექტებს წყაროების დივერსიფიკაციისთვის, მათ შორის მილსადენის დაკავშირებას მეზობელ საბერძნეთთან და ქვეყნის ერთიანი გაზის საწყობის გაფართოებას. ახლა მთავრობა ორივე პროექტის დაჩქარებას ცდილობს. 

“ამ ვითარებაში, გაზპრომთან მოლაპარაკებები არ არის შესაძლებელი. გვქონდა მოლაპარაკებები როგორც საბერძნეთთან, ასევე თურქეთთან, რათა გამოვიყენოთ არსებული ინფრასტრუქტურა და გაზარდოთ მიწოდება აზერბაიჯანიდან, რომელთანაც ქვეყანას აქვს კონტრაქტი”, -  განუცხადა ვასილევმა BNR-ის საზოგადოებრივ რადიოს.

ომმა უკვე აიძულა ევროკავშირი, გადაეხედა ენერგეტიკული პოლიტიკა და ცდილობს რუსეთზე, მის უმსხვილეს ენერგომიმწოდებელზე დამოკიდებულების შემცირებას. ბლოკი აპირებს შეამციროს რუსული გაზის იმპორტი ორი მესამედით მიმდინარე წელს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სლავ ოკოვი