პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი ევროკავშირს რუსეთთან ვაჭრობის სრული აკრძალვისკენ მოუწოდებს.
მორავეცკის სურს იხილოს სრული “სავაჭრო ბლოკადა” ზღვიდან და ხმელეთიდან “რაც შეიძლება მალე”.
“ვაჭრობის სრული შეწყვეტა აიძულებს რუსეთს, განიხილოს, უკეთესი იქნება თუ არა ამ სასტიკი ომის შეჩერება”, - აცხადებს პოლონეთის პრემიერი.
ევროკავშირმა უკვე დაუწესა რუსეთს სავაჭრო შეზღუდვები ზოგიერთ ძირითად სექტორზე, მათ შორის ფუფუნების საქონელზე, ფოლადსა და ენერგეტიკაზე, მაგრამ პოლონეთი, რომელიც იზიარებს 535კმ-იან საზღვარს უკრაინასთან, მათ შორისაა, ვინც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას ემხრობა.