ევროკავშირის ფასიანი ქაღალდების, საბანკო და სადაზღვევო მეთვალყურეები ერთობლივი განცხადებით მომხმარებლებს აფრთხილებენ, რომ შესაძლოა, კრიპტოაქტივებში ჩადებული მთელი ფული დაკარგონ და თაღლითობის მსხვერპლი გახდნენ.
„მომხმარებლები ამ აქტივების შეძენის შემთხვევაში, მთელი ინვესტირებული თანხის დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე დგანან“,- ნათქვამია ევროკავშირის სამი ორგანოს განცხადებაში.
განცხადება ნათლად მიუთითებს ევროკავშირის ხელისუფლების მიერ მკაცრ გაფრთხილებაზე, რომ ევროკავშირის ფინანსური მომსახურების შესახებ არსებული კანონმდებლობით, მომხმარებლები არ არიან დაცულები და ვერ ისარგებლებენ კომპენსაციით.
მარეგულირებლები სულ უფრო წუხან, რომ უფრო და უფრო მეტი მომხმარებელი, რისკების სრულად გაცნობიერების გარეშე, ყიდულობს 17000 სხვადასხვა კრიპტოაქტივს, მათ შორის ბიტკოინს და ეთერიუმს, რომლებიც ბაზრის 60%-ს შეადგენს.
"მომხმარებლები ფრთხილად უნდა იყვნენ შეცდომაში შემყვანი რეკლამების, მათ შორის სოციალური მედიისა და ინფლუენსერების მიმართ. მომხმარებლებმა განსაკუთრებით უნდა იფრთხილონ სწრაფი ან მაღალი შემოსავლების დაპირების შემთხვევაში, განსაკუთრებით ისეთ დროს, როცა შემოთავაზება ზედმეტად მიმზიდველია, იმისათვის, რომ სიმართლე იყოს",- ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების მიხედვით, მომხმარებლებმა ასევე უნდა გააცნობიერონ, რომ ზოგიერთი კრიპტოაქტივის წარმოებისთვის გამოიყენება დიდი ოდენობით ენერგია, რასაც გარემოზე უარყოფითი გავლენა აქვს.