LIVE

Gazprom: ევროპელ მომხმარებლებს რუსულ გაზს უკრაინის გავლით რეგულარულ რეჟიმში ვაწვდით

17 მარ 202213:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 912
Gazprom: ევროპელ მომხმარებლებს რუსულ გაზს უკრაინის გავლით რეგულარულ რეჟიმში ვაწვდით

რუსული ენერგეტიკული გიგანტი, „გაზპრომი“ უკრაინის გავლით ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას აგრძელებს. როგორც ჰოლდინგის ოფიციალური წარმომადგენელი, სერგეი კუპრიანოვი აცხადებს, განცხადებები ტრანზიტზე 94 მილიონ კუბურ მეტრამდე შემცირდა, თუმცა მოთხოვნა სტაბილურია.

„რუსულ გაზს ევროპელ მომხმარებლებს უკრაინის ტერიტორიის გავლით რეგულარულ რეჟიმში ვაწვდით. 17 მარტს ტრანზიტზე მოთხოვნამ 94,6 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა“,- განუცხადა კუპრიანოვმა tass.ru-ს.

როგორც „გაზპრომში“ განმარტავენ, 16 მარტს განცხადებებმა ტრანზიტზე 95 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა, ხოლო პოლონეთზე გამავალი „იამალ-ევროპის“ გაზსადენით ტრანზიტზე მოთხოვნა 3 დღეა არ მიუღიათ.

როგორც რუსულ ჰოლდინგში აცხადებენ, ცივი ამინდისა, ქარის ნაკლებობისა და უკრაინაში სიტუაციის გამწვავები გამო, ევროპის ქვეყნებმა ბოლო დღეებში რუსული გაზის შესყიდვა მნიშვნელოვნად გაზარდეს.