LIVE

2018 წლის შემდეგ პირველად, აშშ-ის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა

16 მარ 202223:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 557
2018 წლის შემდეგ პირველად, აშშ-ის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა

აშშ-ის ცენტრალურმა ბანკმა (Fed) რეფინანსირების განაკვეთი მეოთხედი პროცენტული პუნქტით გაზარდა, რაც 2018 წლის შემდეგ პირველი ზრდაა.  მონეტარული პოლიტიკის შემქმნელები მიმდინარე წლის განმავლობაში კიდევ ექვს ზრდას პროგნოზირებენ.

ფედერალური სარეზერვო სისტემა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით ქვეყანაში ინფლაციის შეკავებას ცდილობს, რომელიც 40-წლიან მაქსიმუმზეა.

განაკვეთის ზრდა მოსალოდნელი იყო და ძირითადი განაკვეთების სამიზნე დიაპაზონს 0.25%-დან 0.5%-მდე მიიყვანს. ეკონომიკის პანდემიისგან იზოლირების მიზნით, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა სესხის აღების ხარჯებს ორი წლის განმავლობაში ნულთან ახლოს ინარჩუნებდა.

Fed-ის ოფიციალური პირები ახალ ეკონომიკურ პროგნოზებში აცხადებენ, რომ წელს ინფლაციის მოსალოდნელზე მეტად, 4.3%-მდე ზრდას ელოდებიან. 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4%-დან 2.8%-მდე შემცირდა. უმუშევრობის პროგნოზები ოდნავ შეიცვალა.

Bloomberg Economics-ის პროგნოზით, Fed-მა შესაძლოა მომავალ წელს რეფინანსირების განაკვეთი 3,25%-მდე გაზარდოს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება 2008 წლის შემდეგ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ოლივია როკმანი