LIVE

აშშ-ის სენატმა ვლადიმერ პუტინს ომის დამნაშავე უწოდა

16 მარ 202210:36
3 წუთის საკითხავი
clock clock 605
აშშ-ის სენატმა ვლადიმერ პუტინს ომის დამნაშავე უწოდა

ორპარტიული მხარდაჭერით მიღებულ რეზოლუციაში შეერთებული შტატების სენატმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ომის დამნაშავე უწოდა.

სენატორები მოუწოდებენ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, გამოიძიოს პუტინის გადაწყვეტილება უკრაინაში შეჭრის შესახებ. 

სენატის დემოკრატების ლიდერმა, ჩაკ შუმერმა, კენჭისყრის წინ განაცხადა, რომ პუტინმა პასუხი უნდა აგოს უკრაინაში მომხდარი “სისასტიკისთვის”.

რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრეჰემი აცხადებს, რომ “შემდეგი ნაბიჯი არის მუშაობა ბრიტანელ მოკავშირეებთან და სხვებთან ერთად, რათა შეიქმნას სადაზვერვო უჯრედი, რომელიც ომში ჩართულ რუსულ სამხედრო ნაწილების დანაშაულებს  საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომს გახდის და დაიწყებს მათი მეთაურების დასახელებას”.