LIVE

სლოვაკეთში რუსეთის ჯაშუშები დააკავეს და 3 დიპლომატი გააძევეს

15 მარ 202218:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 485
სლოვაკეთში რუსეთის ჯაშუშები დააკავეს და 3 დიპლომატი გააძევეს
Bloomberg

ნატოსა და ევროკავშირის წევრ სლოვაკეთში მოსკოვის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ოთხი პირი დააკავეს და სამი რუსი დიპლომატი გააძევეს.

რუსეთმა ეჭვმიტანილებს “ათობით ათასი ევრო” გადაუხადა სენსიტიური ან საიდუმლო ინფორმაციისთვის, განუცხადა ჟურნალისტებს სპეციალურმა პროკურორმა დანიელ ლიპსიჩმა დაკავებებისა და დიპლომატების გაძევების შემდეგ.

ბრალი წაუყენეს ორ პირს, მათ შორის სამხედრო აკადემიის უფროსის ყოფილ მოადგილეს ქალაქ ლიპტოვსკი მიკულასში. დაკავებულებმა აღიარეს, რომ 2013 წლიდან “იღებდნენ ფინანსურ ჯილდოს რუსეთის GRU-ს სამხედრო დაზვერვისთვის ინფორმაციის მიწოდებისთვის. გამოძიება გვიჩვენებს, რამდენად დიდი საფრთხის ქვეშ იყო სლოვაკეთის ან ნატოს ალიანსის ინტერესები”,- განაცხადა პოლიციის კორპუსის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, სტეფან ჰამრანმა.

კიდევ ერთი ბრალდებული ვებ-გვერდ Hlavne Spravy-ის თანამშრომელია, რომელსაც სლოვაკეთის ხელისუფლებამ დეზინფორმაციის გავრცელების საშუალება უწოდა. კიდევ ორი დაკავებული - სლოვაკეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცერი და მოადგილის თანაშემწე - ასევე დაეხმარნენ რუსეთისთვის მგრძნობიარე ინფორმაციის მოპოვებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დიპლომატების გაძევება “უპასუხოდ არ დარჩება”.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: დანიელ ჰორნაკი