LIVE

კიევში დღეს პოლონეთის, ჩეხეთის და სლოვენიის ლიდერები ჩავლენ

15 მარ 202213:46
3 წუთის საკითხავი
clock clock 469
კიევში დღეს პოლონეთის, ჩეხეთის და სლოვენიის ლიდერები ჩავლენ

პოლონეთის, ჩეხეთის და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები დღეს კიევში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად ჩავლენ

ვიზიტის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა პოლონეთის მთავრობამ, რომელმაც განაცხადა, რომ ლიდერებს სურთ დაადასტურონ ევროკავშირის ცალსახა მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მიმართ. 

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ Twitter-ზე განაცხადა, რომ სამი ქვეყნის ლიდერი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის და პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს შეხვდება.

"ვიზიტის მიზანია გამოხატოს ევროკავშირის ცალსახა მხარდაჭერა უკრაინისა და მისი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი. ამავდროულად, ვიზიტის დროს წარმოგიდგენთ მხარდაჭერის ფართო პაკეტს უკრაინისა და მისი მოქალაქეებისთვის",- განაცხადა ფიალამ.

ვიზიტის შესახებ ინფორმირებულია საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის, გაერო.