LIVE

Одноклассники-ს მომხმარებელთა რიცხვი რეკორდულად გაიზარდა

14 მარ 202217:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1525
Одноклассники-ს მომხმარებელთა რიცხვი რეკორდულად გაიზარდა

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთში პოპულარული ამერიკული პლატფორმების დაბლოკვის ფონზე, Odnoklassniki-ის მომხმარებელთა რიცხვი რეკორდულად გაიზარდა. მარტის დასაწყისიდან სოციალურ ქსელში მომხმარებელთა რეგისტრაციის 66%-ზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა.

"ბოლო დღეებში OK-ში აქტიური აუდიტორიის რეკორდული შემოდინება შეინიშნება... გარდა ამისა, სოციალურ ქსელში ანგარიშების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა. სოციალური ქსელში აღირიცხება ანგარიშების აღდგენის მკვეთრი ზრდა (გასულ კვირასთან შედარებით 36%-იანი მატება)",- ნათქვამია ანგარიშში. 

კვლევაში შედარებულია 5-6 და 12-13 მარტის მაჩვენებლები.

კომპანიის განმარტებით, განახლდა ქსელის ფუნქციონალი. ქსელში გაეშვა ახალი ფუნქცია, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევთ მარტივად გააზიარონ ბმული Odnoklassniki-ის პროფილზე ნებისმიერი მესინჯერიდან ან სოციალურ ქსელიდან. 

რუსეთის მარეგულირებლების გადაწყვეტილებით, ინტერნეტის მომხმარებლებს პოპულარულ სოციალურ ქსელ Instagram-ზე დღეიდან წვდომა აღარ ექნებათ

მოსკოვის ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს კიდევ უფრო გამკაცრდეს წვდომა უცხოურ სოციალურ მედია პლატფორმებზე ქვეყანაში, სადაც უკვე შეიზღუდა Twitter-ი და დაიბლოკა Facebook-ი. 

რუსეთის კომუნიკაციებისა და მედიის მარეგულირებლის Roskomnadzor-ის განმარტებით, სოციალური ქსელი ავრცელებს "მოწოდებებს რუსეთის მოქალაქეების, მათ შორის სამხედრო პერსონალის მიმართ ძალადობრივი ქმედებების ჩადენისკენ".