ევროკავშირი €50 000 ევროზე მეტი ღირებულების მანქანების რუსეთში ექსპორტის აკრძალვას განიხილავს. ნაბიჯი ევროკავშირის უახლესი სანქციების პაკეტის ნაწილად მოიაზრება.
შემოთავაზებული აკრძალვა, რომელიც დღეს დამტკიცდება და შესაძლოა ჯერ კიდევ შეიცვალოს, რამდენიმე ევროპული ავტომობილის ბრენდის მოდელებზე გავრცელდება, მათ შორის Audi-ის, BMW-ის, Mercedes-ის, Ferrari-ის და Porsche-ს ავტომობილებზე. ევროკავშირის აკრძალვა ასევე მოიცავს ნავებს და თვითმფრინავებს, ასევე €5 000 ევროზე მეტი ღირებულების საბაგიროებსა და მოტოციკლებს.
ბევრმა ევროპულმა ავტომწარმოებელმა უკვე ნებაყოფლობით შეაჩერა გაყიდვები რუსეთში.
ნაბიჯი სანქციების უფრო ფართო, მეოთხე რაუნდის ნაწილია, რომელსაც ევროკავშირი რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო უწესებს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯონ ფოლაინი