LIVE

Uber-მა უპილოტო ავტომობილების ბიზნესი Aurora-ს მიჰყიდა

08 დეკ 202012:46
3 წუთის საკითხავი
clock clock 513
Uber-მა უპილოტო ავტომობილების ბიზნესი Aurora-ს მიჰყიდა

Uber-მა უპილოტო ავტომობილების ბიზნესი Aurora Innovation-ს მიჰყიდა 4 მილიარდ დოლარად, თუმცა თავის მხრივ, Uber-ი 400 მილიონი დოლარის სანაცვლოდ კომპანიაში 26%-იან წილს დაიტოვებს. სამომავლოდ კი თვითმართვადი ავტომობილებით სარგებლობისთვის მომხმარებელი კვლავ უბერის ქსელს გამოიყენებს - ასეთია შეთანხმების დეტალები.

შეთანხება მომგებიანია ორივე მხარისთვის: Aurora-ს მსოფლიოში უმსხვილეს სატრანსპორტო ქსელზე და ასობით პროფესიონალ ინჟინერზე გაუჩნდება წვდომა, ხოლო Uber-ი უპილოტო მართვის ტექნოლოგიაზე მომუშავე მზარდი სტარტაპის მეწილე ხდება.

საგულისხმოა ისიც, რომ 1,200 დასაქმებულისგან შემდგარი უპილოტო ავტომობილების მიმართულება უბერს ყოველწლიურად 500 მილიონი დოლარი უჯდებოდა და შემდეგი წლიდან მისი შენახვა საკმაოდ გაუჭირდებოდა, შემცირებული შემოსავლების ფონზე. ამას დაემატა ფატალური შემთხვევაც, როცა ჯერ კიდევ 2018 წლის გაზაფხულზე Uber-ის ტესტირების რეჟიმში მოძრავმა ავტონომიურმა ავტომობილმა ფეხით მოსიარულე იმსხვერპლა. ამ ფაქტორების გაერთიანების შემდეგ Uber-მა სიტუაციის გამოსწორება ვეღარ შეძლო და ბოლოს ბიზნესის გასხვისების გადაწყვეტილებამდე მივიდა. 

მიუხედავად ამ გაერთიანებისა, Uber-ს და Aurora-ს მაინც მოუწევთ ბაზარზე ისეთ ძლიერ და უფრო დაწინაურებულ კონკურენტებთან გამკლავება, როგორიც Waymo-ა. კომპანია უკვე ათზე მეტ ქალაქში ტესტავს უპილოტო ავტომობილების ტექნოლოგიას და გაფართოებისთვის ფინანსურადაც მზადაა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ლიზეტ შაპმანი და დანა ჰალი