LIVE

რუსეთმა ევროპის საბჭო დატოვა

10 მარ 202215:07
3 წუთის საკითხავი
clock clock 1029
რუსეთმა ევროპის საბჭო დატოვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყანამ ევროპის საბჭო დატოვა.

სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირისა და NATO-ს წევრი ქვეყნები "არამეგობრულები არიან რუსეთის მიმართ". 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ეს სახელმწიფოები აგრძელებენ ევროსაბჭოსა და ევროპის საერთო ჰუმანიტარული და სამართლებრივი სივრცის განადგურების პოლიტიკას.

"რუსეთს არ აქვს განზრახვა შეეგუოს კოლექტიური დასავლეთის მიერ განხორციელებულ დამაზიანებელ ქმედებებს, რაც "წესებზე დაფუძნებული წესრიგით" აშშ-სა და მისი სატელიტების მიერ დარღვეული საერთაშორისო კანონმდებლობის ჩანაცვლებას ემსახურება",- ნათქვამია განცხადებაში.

ევროპის საბჭო ევროპის უძველესი პოლიტიკური ორგანოა და მიზნად ისახავს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვას მთელ კონტინენტზე.