LIVE

Sony და Nintendo რუსეთის ბაზარს ტოვებენ

10 მარ 202215:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 693
Sony და Nintendo რუსეთის ბაზარს ტოვებენ

Sony Group-ის PlayStation-მა და Nintendo-მ შეაჩერეს მიწოდება რუსეთში და შეუერთდნენ სხვა კომპანიებს, რომლებმაც ქვეყანა უკრაინაში დაწყებული ომის საპასუხოდ დატოვეს.

ტოკიოში დაფუძნებულმა Sony-მ განაცხადა, რომ მისი ონლაინ PlayStation-ის მაღაზია, ისევე როგორც უახლესი Gran Turismo 7-ის გამოშვება, ასევე შეჩერებულია რუსეთში.

Nintendo-მ იგივე გადაწყვეტილება მიიღო ლოგისტიკისა და გადახდის დამუშავების გამოწვევების მოტივით. კომპანიამ ტექნიკურ რეჟიმში გადაიყვანა რუსული eShop მას შემდეგ, რაც ვერ შეძლო გადახდების დამუშავება რუბლით.

Xbox-ის მწარმოებელმა Microsoft-მა ანალოგიურად შეაჩერა ახალი პროდუქტებისა და სერვისების გაყიდვები რუსეთში. 

ბიზნესების სია, რომლებიც წყვეტენ კავშირებს ან გადახედავენ რუსეთში საქმიანობას, სულ უფრო იზრდება. ზოგიერთი კომპანია მიიჩნევს, რომ რისკები, როგორც რეპუტაციული, ასევე ფინანსური, ძალიან დიდია იმისთვის, რომ  რუსეთში ოპერირება გააგრძელონ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ვლად სავოვი და იუკი ფურუკავა