LIVE

16 მარტს Gazprom-ი აქციების გასხვისებას განიხილავს

09 მარ 202214:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 672
16 მარტს Gazprom-ი აქციების გასხვისებას განიხილავს
REUTERS/Evgenia Novozhenina

16 მარტს Gazprom-ის დირექტორთა საბჭო Gazprom EP International-ის წილების გასხვისებას განიხილავს, რომელიც ჰოლდინგის საგარეო პროექტების ოპერატორია. 

დირექტორთა საბჭო ასევე განიხილავს Gazpromviet-ის, Gazprom-ისა და PetroVietnam-ის ერთობლივი საწარმოს საწესდებო კაპიტალის გაზრდას. Gazpromviet-ი რუსეთში ნახშირწყალბადების საბადოების კვლევისა და განვითარებისთვის შეიქმნა.

Gazprom EP International-ი Gazprom-ის უცხოური პროექტების ოპერატორია ნახშირწყალბადების საბადოების მოძიებისა და განვითარების სფეროში. კომპანიის სათავო ოფისი ამსტერდამში მდებარეობს. მისი ძირითადი ამოცანებია პროექტების მართვა ნახშირწყალბადების მოძიებისა და წარმოების სფეროში, ნავთობისა და გაზის ახალი აქტივების მოძიება, შეფასება და შეძენა მსოფლიოს ნავთობისა და გაზის მწარმოებელ რეგიონებში, რომლებიც წარმოადგენს Gazprom-ის ჯგუფის ინტერესებს უცხოურ სახელმწიფო და კერძო კომპანიებთან ურთიერთობაში.

ამასთან, Bloomberg-ის ინფორმაციით, ჩინეთი რუსულ ენერგო და ნედლეულის მწარმოებელ კომპანიებში, როგორიცაა Gazprom-ი და ალუმინის მწარმოებელი Rusal International-ი, წილების ყიდვას ან არსებული წილების გაზრდას განიხილავს.

Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით, წერს რომ მოლაპარაკებები ადრეულ ეტაპზეა და აუცილებლად გარიგებით არ დასრულდება. ცალკეული წყაროების ცნობით, ჩინეთსა და რუსულ ენერგო კომპანიებს შორის მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.