LIVE

Rolex-მა რუსეთში ექსპორტი შეწყვიტა

09 მარ 202212:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 710
Rolex-მა რუსეთში ექსპორტი შეწყვიტა

საათების შვეიცარიულმა ბრენდმა Rolex-მა რუსეთში ექსპორტი შეწყვიტა. 

კომპანიის სპიკერის განცხადებით, ამ ეტაპისათვის Rolex-ის საათებს რუსეთში დამოუკიდებელი და კერძო ადგილობრივი საცალო მოვაჭრეები ყიდიან, რომლებსაც საათები რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე მიეწოდათ. 

მისივე ინფორმაციით, შვეიცარიული ბრენდი არ ფლობს კომპანიას ან უძრავ ქონებას რუსეთში.

უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის ბაზარი არაერთმა კომპანიამ დატოვარუსეთში Hermes-ის, Cartier-ის და Chanel-ის მაღაზიებიც დაიხურა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ენდი ჰოფმანი