LIVE

Apple-მა რუსეთში App Store-ზე რეკლამირება შეაჩერა

08 მარ 202213:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 807
Apple-მა რუსეთში App Store-ზე რეკლამირება შეაჩერა

Apple-მა რუსეთში App Store-ზე რეკლამირება შეაჩერა. კომპანიის გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ დეველოპერებს ძიების შედეგებში რეკლამის განთავსება აეკრძალებათ. ნაბიჯი რუსეთის უკრაინაში შეჭრას უკავშირდება.

"რუსეთში App Store-ზე გაშვებული Apple Search Ads-ის ყველა კამპანია შეჩერებულია და არც ერთი ახალი კამპანია არ ამოქმედდება სერვისის შეჩერების პერიოდის განმავლობაში",- ნათქვამია დეველოპერებისთვის გაგზავნილ მეილში.

სერვისი Search Ads რუსეთში 2020 წლის მაისში ამოქმედდა.

გადაწყვეტილება კომპანიის მიერ რუსეთში გაყიდვების შეჩერებას მოჰყვა, რომლის შესახებაც iPhone-ის მწარმოებელმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ კომპანიამ ასევე App Store-დან რუსეთის ფარგლებს გარეთ წაშალა RT News და Sputnik News აპლიკაციები, შეაჩერა ექსპორტი ქვეყანაში და შეამცირა Apple Maps ფუნქციები უკრაინაში.

Alphabet-ის Google-მა და სხვა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა მსგავსი ნაბიჯები გადადგეს ბოლო დღეების განმავლობაში.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მარკ გურმანი