LIVE

კრემლი უკრაინისგან ყირიმი რუსეთის ნაწილად აღიარებას მოითხოვს

07 მარ 202217:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1239
კრემლი უკრაინისგან ყირიმი რუსეთის ნაწილად აღიარებას მოითხოვს

რუსეთი აცხადებს, რომ მას შეუძლია "ნებისმიერ მომენტში" შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები, თუ უკრაინა მის პირობებს დააკმაყოფილებს.

კრემლის წარმომადგენელი დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ უკრაინამ ყირიმი რუსეთის ნაწილად, ხოლო დონეცკი და ლუგანსკი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად უნდა ცნოს. 

ამას გარდა, პესკოვი ამბობს, რომ უკრაინამ უნდა შეცვალოს კონსტიტუცია და უარყოს პრეტენზია რომელიმე ბლოკში (მაგალითად, ნატოში) შესვლის შესახებ.

კრემლის სპიკერი ამტკიცებს, რომ რუსეთი უკრაინის ტერიტორიების მიმართ პრეტენზიას არ აცხადებს. 

რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წლის მარტში მოახდინა. რამდენიმე კვირის შემდეგ მან მხარი დაუჭირა უკრაინის აღმოსავლეთით, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში მცხოვრებ პრორუს სეპარატისტებს.