LIVE

ორბანი ნატოს ჯარების დასავლეთ უნგრეთში განლაგებაზე თანახმაა

07 მარ 202216:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 1988
ორბანი ნატოს ჯარების დასავლეთ უნგრეთში განლაგებაზე თანახმაა

უნგრეთი ნებას რთავს ნატოს ჯარებს, განლაგდეს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში და გადაზიდოს იარაღი მისი ტერიტორიიდან ნატოს სხვა წევრ ქვეყნებში. შესაბამის განკარგულებას უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ხელი დღეს მოაწერა. 

განკარგულების მიხედვით, უნგრეთი მისი ტერიტორიიდან უკრაინისთვის სასიკვდილო იარაღის გადაზიდვას არ თანხმდება.

ალიანსში შემავალი აღმოსავლეთ ევროპის მრავალი სხვა წევრი სახელმწიფოსგან განსხვავებით, უკრაინასთან მიმდებარე საზღვრის დასაცავად ორბანის მთავრობას ნატოს ჯარების დახმარება არ მოუთხოვია, რადგან მას საკმარისი სამხედრო რესურსი აქვს. 

გუშინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ნატოს აშშ-სგან აქვს "მწვანე შუქი" იმისთვის, რომ რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნით დაეხმაროს. მისივე თქმით, აშშ განიხილავს უკრაინისთვის, პოლონეთის საშუალებით, ავიამოიერიშეების მიწოდებას.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ზოლტან სიმონი