LIVE

საქართველოში მიმდინარე კვირაში საწვავი სავარაუდოდ 10 თეთრით გაძვირდება

07 მარ 202215:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1397

ნავთობის ფასის მკვეთრი ზრდის ფონზე ნავთობიმპორტიორი კომპანიების ნაწილი საქართველოში მიმდინარე კვირაში საწვავის 10 თეთრით გაძვირებას ელის. 

„დღევანდელი მდგომარეობით, ბენზინის თვითღირებულება 3.60 ლარამდე ადის, ხოლო დიზელის ფასი 4 ლარამდე მერყეობს. ჩვენ პირდაპირ დამოკიდებული ვართ საერთაშორისო ბირჟებზე და ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე. აქედან გამომდინარე, სადამდე გაიზრდება საწვავის ფასი, თქმაც კი უხერხულია. როდესაც ნავთობი გაიაფდა საწვავის ღირებულებაც შემცირდა, როდესაც ძვირდება, ჩვენთანაც ძვირდება",- აცხადებს, „ბიოილის“ დირექტორი რუსუდან რამაზაშვილი.

რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და საპასუხოდ მოსალოდნელი ენერგოსანქციების ფონზე, ნავთობის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი ბირჟებზე პარასკევს $110-ს სცდებოდა ამ დროისთვის კი $130-მდეა. Westbeck Capital Management-ის პროგნოზით, რუსული ენერგიის ექსპორტზე შეზღუდვების დაწესებამ ნავთობის ფასი შესაძლოა $200-მდე გაზარდოს.