Covid-19-ის წინააღმდეგ უსწრაფესი ვაქცინაცია ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, მათ აქციებზე პოზიტიურ გავლენას ახდენს და ამ მხრივ მსოფლიო ლიდერებთან აახლოვებს. წელს ისრაელის საორიენტაციო ინდექსი 7.6% -ით დაწინაურდა, S&P 500 და Euro Stoxx ინდექსში მოსალოდნელზე უკეთესი პერფორმანსით. ქვეყანა კაპიტალის დიდ ლიდერებს შორის მე-12 ადგილზეა. იმავდროულად, დუბაის ფინანსური ბაზრის ზოგადი ინდექსი 9% -ით გაიზარდა და 2020 წლის 10% -იანი ვარდნა უკან შემოაბრუნა.
ტრეიდერები ვაქცინაციების ლიდერებზე ფსონებს უკვე დებენ. ისინი ვარაუდობენ, რომ ეს ქვეყნები ყველაზე სწრაფად გამოვლენ კრიზისისდან და აქციებს, ვალუტას და ობლიგაციების შემოსავალს გაიმყარებენ. ქვეყნის მოსახლეობის ვაქცინაციის წილი შეიძლება იყოს "ყველაზე მნიშვნელოვანი სტატისტიკა, რომელსაც უნდა მივადევნოთ თვალი მომდევნო წლის განმავლობაში"- ამბობენ JPMorgan-ის სტრატეგები.
ჯერჯერობით, ისრაელმა აცრა მოსახლეობის დაახლოებით 30%, ხოლო არაბთა გაერთიანებულ საემიროებმა დაახლოებით 20%. ამ ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, მათ შეეძლებათ ე.წ. ჯოგური იმუნიტეტის ზღურბლს წლის შუა რიცხვებში მიაღწიონ, ამბობს JPMorgan.
”ის ქვეყნები, რომლებიც სტიმულირებისა და ვაქცინების განაწილების ხარჯზე ყველაზე სწრაფად უბრუნდებიან პრე-პანდემიურ აქტივობის დონეს, საპროცენტო განაკვეთებსა და ვალუტებზე ყველაზე დიდ ზრდას აფიქსირებენ.”
მაიკლ ჰერცუმის თქმით, უფრო დიდ ეკონომიკებში ვაქცინაციით გამოწვეული ზრდის მიზეზი სადაოა. ”ძნელია ამ ეფექტების იზოლირება ბაზრის სხვა გავლენებისგან, ამიტომ ქვეყნების მიხედვით ამის გათვლა რთულია" - თქვა ჰერცუმმა.
ბრიტანეთში, სადაც 8 დეკემბერს პირველმა მოქალაქემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მიიღო, FTSE 100-მა გაცილებით უკეთესი შედეგი დადო, ვიდრე ევროპაში, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მოსახლეობა მესამე ეროვნული ლოკდაუნის ქვეშაა. ვაქცინაციის სწრაფმა ტემპმა ბრიტანეთს შეიძლება ეკონომიკის გამოჯანმრთელებისკენ გზა გაუხსნას.
სავარაუდოდ, დიდი ბრიტანეთი უფრო მალე მიაღწევს იმუნიტეტს, ვიდრე ევროპის კონტინენტი, რაც მის კაპიტალს ძალიან კარგ მდგომარეობაში ჩააყენებს- აფასებს ჰერცუმი.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სესილ გუტშერი და სრინივასან სიბაბალანი