LIVE

ჯონსონი: რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი NATO-ს კონფლიქტი არ გახდება

06 მარ 202213:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 581
ჯონსონი: რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი NATO-ს კონფლიქტი არ გახდება
Getty Images

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონის განცხადებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის წინ დიპლომატიური მცდელობები წარუმატებლობისთვის თავიდანვე განწირული იყო. მისი თქმით, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ომი ახლა ომის დანაშაულების საშინელ კამპანიაში და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ წარმოუდგენელ ძალადობაში იძირება.

New York Times-ისთვის წერისას ჯონსონმა აღნიშნა, რომ ეს არ გახდება NATO-ს კონფლიქტი და გაიმეორა, რომ სამხედრო ალიანსი უკრაინაში ჯარს არ გაგზავნის. მიუხედავად პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის არაერთგზის მოწოდებისა ფრენის აკრძალული ზონის შესახებ, NATO ცდილობს თავი აარიდოს უკრაინაში კონფლიქტში ჩართვას ან უფრო ფართო ომს რუსეთთან.

კიევმა და მოსკოვმა განაცხადეს, რომ მოლაპარაკებები შესაძლოა ორშაბათს გაგრძელდეს. ქვეყნებს შორის ნებისმიერი მოლაპარაკება დიდი დაბრკოლებებს აწყდება, მათ შორის პოტენციური ჰუმანიტარული დერეფნების შესახებ. უკრაინამ შაბათს რუსული ძალები ცეცხლის დროებითი შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთის ორი ქალაქიდან მოქალაქეების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია