LIVE

პუტინი - ნუ დაგვიწესებთ დამატებით სანქციებს

04 მარ 202216:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1339
პუტინი - ნუ დაგვიწესებთ დამატებით სანქციებს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აფრთხილებს მათ, ვინც ეწინააღმდეგება რუსეთის ქმედებებს უკრაინაში, “არ გაამწვავონ სიტუაცია” დამატებითი სანქციების დაწესებით. ეს განცხადება პუტინმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

“არ გვაქვს ცუდი განზრახვა ჩვენი მეზობლების მიმართ.

ვფიქრობ, ყველამ უნდა იფიქროს იმაზე, თუ როგორ მოახდინოს ურთიერთობების ნორმალიზება, თანამშრომლობა და ურთიერთობების ნორმალურ კალაპოტში განვითარება”,- განაცხადა რუსეთის ლიდერმა.

ვლადიმერ პუტინმა ეს განცხადება მაშინ გააკეთა, როცა დასავლეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში იკრიბებიან, რათა განიხილონ, როგორ შეინარჩუნონ ზეწოლა რუსეთზე.

პუტინი ასევე იმეორებს თავის წინა განცხადებას, რომ რუსი სამხედროების მიერ აქამდე განხორციელებული ყველა ქმედება განხორციელდა “ექსკლუზიურად რუსეთის წინააღმდეგ ზოგიერთი არამეგობრული ქმედებების საპასუხოდ”.