LIVE

იტალია TikTok-ისგან არასრულწლოვანი მომხმარებლების დაბლოკვას მოითხოვს

23 იან 202121:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 399
იტალია TikTok-ისგან არასრულწლოვანი მომხმარებლების დაბლოკვას მოითხოვს
Brent Lewin/Bloomberg

იტალიის მონაცემთა დაცვის ორგანოს მოთხოვნით, TikTok-ი ახალგაზრდა მომხმარებლების დაუდასტურებელი ანგარიშების დაბლოკვის საკითხს განიხილავს. მარეგულირებელი მოითხოვს, რომ დაიბლოკოს იმ მომხმარებლების ანგარიშები, რომელთა მეპატრონეები 15 თებერვლამდე საკუთარ ასაკს ვერ დაადასტურებენ. 

განცხადებაში მარეგულირებელი აღნიშნავს, რომ მიუხედავად TikTok-ის ვალდებულებისა, რეგისტრაცია 13 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის აეკრძალა, მოზარდები აპლიკაციით სარგებლობას მაინც ახერხებდნენ. 

“კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება TikTok–ის მთავარი პრიორიტეტია და ჩვენ მუდმივად ვაძლიერებთ ჩვენს პოლიტიკას, პროცესებსა და ტექნოლოგიებს, იმისათვის, რომ დავიცვათ ყველა მომხმარებელი და განსაკუთრებით ახალგაზრდები,” - აცხადებს TikTok-ის სპიკერი. 

მარეგულირებელმა TikTok-ის წესების გამკაცრება პალერმოში ბავშვის გარდაცვალების შემდეგ მიიღო. მშობლების მტკიცებით, 10 წლის გოგონა TikTok-ს გამოწვევაში მონაწილეობისთვის ვიდეოს გადაღების დროს გარდაიცვალა. 

”TikTok და YouTube მისი სამყარო იყო. ასე ატარებდა მის მთელ დროს,”- ამბობს გოგონას მამა. 

ბოლო დროს TikTok-ი ევროპელი მარგულირებლების ყურადღების ქვეშაა. ზაფხულში ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ხელმძღვანელებმა პირობა დადეს, რომ ჩინური კომპანიის აპლიკაციის პრაქტიკის და მუშაობის პრინციპების გასაცნობად სამუშაო ჯგუფს შექმნიან.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: შერონ ჩო