LIVE

რუსულმა ძალებმა ევროპის უდიდესი ატომური სადგური აიღეს

04 მარ 202211:33
3 წუთის საკითხავი
clock clock 1583
რუსულმა ძალებმა ევროპის უდიდესი ატომური სადგური აიღეს

უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, რუსეთის ჯარებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დაიკავეს.

უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექციის განცხადებით, საოპერაციოს პერსონალი ელექტროსადგურების მდგომარეობას აკვირდება. 

რუსულმა ძალებმა ევროპის უდიდეს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე იერიში გამთენიისას მიიტანეს. სადგურს ცეცხლი წაეკიდა. რუსი სამხედროები მეხანძრეებს არ უშვებდნენ, თუმცა მოგვიანებით მათ შესვლა და ხანძრის ლიკვიდაცია მოახერხეს. 

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებით, ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციის დონის ცვლილება არ ფიქსირდება.

უკრაინა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ატომურ ენერგიაზე - მას აქვს 15 რეაქტორი, რომლებიც გამოიმუშავებენ ელექტროენერგიის დაახლოებით ნახევარს.