LIVE

Ford, BMW - რუსეთის ბაზარს ავტომწარმოებლებიც ტოვებენ

02 მარ 202215:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 1019

Ford-ი რუსეთში ოპერაციებს აჩერებს და იმ კომპანიებს უერთდება, რომლებიც რუსეთის უკრაინაში შემჭრის შემდეგ ქვეყნის ბაზარს ტოვებენ.

გადაწყვეტილებით Ford-ი უერთდება General Motors-სა და Harley-Davidson-ს, რომლებიც ასევე გადიან რუსეთის ბაზრიდან. ასევე უზარმაზარ ნავთობმწარმოებელ კომპანიებს BP-ის და Shell-ს. რუსეთს ტოვებენ სხვა მსხვილი მოთამაშეებიც, მათ შორის Apple-ი და Nike.

გერმანულმა ავტომწარმოებელმა BMW-მა ასევე განაცხადა სამშაბათს, რომ რუსეთში ექსპორტს და ადგილობრივ წარმოებას წყვეტს.

ბაზრიდან გადის შვედური ავტომწარმოებელი Volvo-ც, რომელმაც ორშაბათს განაცხადა, რომ რუსეთისთვის ავტომობილების მიწოდებას შემდეგ განვითარებამდე აჩერებს. Volvo პირველი ავტომწარმოებელია, რომელმაც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფონზე ქვეყანა დატოვა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთი ამერიკული ავტომწარმოებლებისთვის დიდი ბაზარი არ არის. GM-მა ქვეყანაში მხოლოდ 3000 მანქანა გაყიდა, ძირითადად Cadillac-ის ძვირადღირებული SUV-ები.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: დევიდ ველში