აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) აცხადებს, რომ ადამიანებს Covid-19 ვაქცინის შემდგომი დოზები ექვსი კვირის შემდეგ შეუძლიათ მიიღონ.
CDC-ს სახელმძღვანელო მითითებების ცვლილების მიზანია, უზრუნველყოს მოქნილობა იმ შემთხვევებში, როდესაც პაციენტები ვერ გამოცხადდებიან ვაქცინაციისთვის გარკვეულ დღეს. CDC-ს არ სურს მითითებები იყოს იმდენად მკაცრი, რომ ამან გაუთვალისწინებელი დაბრკოლებები შექმნას.
CDC-მ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ვაქცინის დოზები არ არის ურთიერთშემცვლელობითი და ადამიანებმა უნდა მიიღონ იგივე პროდუქტის მეორე დოზა. გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც საწყისი ვაქცინა უცნობია ან მიუწვდომელია, mRNA ვაქცინის მიღება შესაძლებელია მინიმუმ 28 დღის ინტერვალით. CDC-ის მითითებების თანახმად, ვაქცინები უნდა გაკეთდეს ცალკე და არა სხვა ვაქცინებთან მაგალითად სეზონური გრიპის ვაქცინებთან ერთად.
FDA ვაქცინებს შორის ინტერვალის ზრდის წინააღმდეგი იყო, რადგან ვაქცინაციებს შორის დროის გახანგრძლივება შესწავლილი არ არის და ის შეიძლება საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის კონტრ-პროდუქტიული აღმოჩნდეს.
ჯო ბაიდენის გეგმის თანახმად, ფედერალური მთავრობა შეისწავლის დოზის დაზოგვის სტრატეგიებს, რაც არსებითად გააფართოებს ვაქცინების მიწოდებას FDA-ს მითითებების დაცვით.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი:ჯონ ტოზი