LIVE

ორი რუსი ოლიგარქი უკრაინაში ომის დასრულებას ითხოვს

28 თებ 202222:24
3 წუთის საკითხავი
clock clock 910
ორი რუსი ოლიგარქი უკრაინაში ომის დასრულებას ითხოვს

მიხაილ ფრიდმანმა, რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო ფინანსური ინსტიტუტის, Alpha Bank-ის დამფუძნებელმა, თანამშრომლებს მისწერა, რომ "ომი არასდროს არის პასუხი"

ფრიდმანი, რომლის ქონება 11,7 მილიარდს შეადგენს, დასავლეთ უკრაინის ქალაქ ლვოვში დაიბადა.

„მე ღრმად ვარ მიჯაჭვული უკრაინელ და რუს ხალხებთან და ამჟამინდელ კონფლიქტს ორივესთვის ტრაგედიად ვხედავ",- განაცხადა ფრიდმანმა.

ამავდროულად, ოლეგ დერიპასკამ, რომელიც ალუმინის გიგანტ Rusal-ს მართავს, სოციალურ მედიაში მხარეებს მოლაპარაკებისკენ მოუწოდა.

დერიპასკამ, რომელმაც დაახლოებით $4 მილიარდის ქონება დააგროვა და რომელსაც „პუტინის ფავორიტ მრეწველს“ უწოდებდნენ, ტვიტერზე დაწერა, რომ მშვიდობა პრიორიტეტია.

ასევე, ოლეგ ტინკოვმა, ბანკირმა, რომლის ქონება დაახლოებით $3 მილიარდად არის შეფასებული, ყველაზე მტკიცე პოზიცია დაიკავა. მან Instagram-ზე ოჯახის ფოტო გამოაქვეყნა წარწერით „ჩვენ ამ ომის წინააღმდეგი ვართ. უდანაშაულო ხალხი ყოველდღე კვდება, ეს წარმოუდგენელი და მიუღებელია“

 
 
 
View this post on Instagram

A post shared by Oleg Tinkov (@olegtinkov)

ხუთშაბათის შეფასებით, 116-მა მილიარდერმა 16 თებერვლიდან $126 მილიარდზე მეტი უკვე დაკარგა. რუსეთის უმდიდრესმა ადამიანმა, ვლადიმერ პუტინმა, პირადად დაკარგა $3 მილიარდი გასულ კვირას. მას შემდეგ ქვეყანაში ეკონომიკური სურათი გაუარესდა.