LIVE

ბელარუსი ჰაკერები რუსი სამხედროების გადაადგილებას აფერხებენ

28 თებ 202217:29
3 წუთის საკითხავი
clock clock 1091
ბელარუსი ჰაკერები რუსი სამხედროების გადაადგილებას აფერხებენ

ბელარუსში აქტივისტმა ჰაკერებმა, სავარაუდოდ, ქვეყნის მატარებლების მაკონტროლებელ სისტემაში შეაღწიეს და ზოგიერთი მათგანის მუშაობა შეაჩერეს. ეს მათი თქმით, რუსი ჯარისკაცების უკრაინაში შესვლისთვის ხელის შეშლის მცდელობაა.

კიბერპარტიზანებმა, როგორც აქტივისტი ჰაკერები საკუთარ თავს უწოდებენ, კვირას განაცხადეს, რომ მატარებლები ქალაქ მინსკში, ორშაში და ოსიპოვიჩში გაჩერდნენ.

კიბერპარტიზანების განცხადებით, მიზანი ტრანსფერის შენელებაა იმ რუსი ჯარისკაცებისთვის, რომლებიც ბელარუსის ბაზებიდან უკრაინაში გადაადგილდებიან, რაც უკრაინას მეტ დროს მისცემს თავდასხმების მოსაგერიებლად. ჰაკერებმა ასევე დასძინეს, რომ მატარებლის სისტემა ხელით კონტროლის რეჟიმში გადაიყვანეს, რაც მნიშვნელოვნად შეანელებს მატარებლების მოძრაობას, მაგრამ არ შექმნის საგანგებო სიტუაციებს.

გავრცელებული ცნობით, მოძრაობის კონტროლის სისტემა დარღვევის შემდეგ აღდგენილია, მაგრამ სხვა სისტემებმა მუშაობა შეწყვიტეს და გარე მატარებლის ქსელის ვებსაიტებიც გათიშულია. შედეგად, ბილეთების ყიდვა შეუძლებელია, მატარებლის გადაადგილება კი ძალიან გართულებული.

კიბერპარტიზანებმა გასულ წელს ბელორუსის მთავრობას და პოლიციის უწყებებსაც შეუტიეს. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჰაკერების ჯგუფი რუსეთის სამხედრო მოძრაობებისთვის ხელის შეშლაზე ფოკუსირდა.

ცნობისთვის, რუსეთი ბელარუსს უკრაინის ჩრდილოეთ ნაწილში შესასვლელად იყენებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: რაიან გალაგერი