უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას ითხოვს.
“დადგა გადამწყვეტი მომენტი, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაიხუროს გრძელვადიანი დისკუსია და გადაწყდეს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება. შარლ მიშელთან განვიხილეთ უკრაინელების შემდგომი ეფექტური დახმარება და გმირული ბრძოლა მათი თავისუფალი მომავლისთვის”, - წერს ზელენსკი.