LIVE

სტოლტენბერგი: ნატო უკრაინას საჰაერო თავდაცვის საშუალებებს მიაწვდის

25 თებ 202222:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 703
სტოლტენბერგი: ნატო უკრაინას საჰაერო თავდაცვის საშუალებებს მიაწვდის

ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთის შეჭრის შემდეგ ნატო აღმოსავლეთ ევროპაში თავისი სწრაფი რეაგირების ძალების ნაწილს განათავსებს და უკრაინას გაუგზავნის შეიარაღებას, მათ შორის საჰაერო თავდაცვის საშუალებებს.

"უკრაინაზე თავდასხმის შესახებ პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილება არის საშინელი სტრატეგიული შეცდომა, რომლისთვისაც რუსეთი წლების განმავლობაში გადაიხდის მძიმე ფასს, როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად",- ნათქვამია ნატოს ლიდერების განცხადებაში.

ორგანიზაციის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, დასავლელი ლიდერები უნდა გაერთიანდნენ უფრო მეტის გასაკეთებლად. 

მისივე თქმით, კრემლის მიზნები არ შემოიფარგლება მხოლოდ უკრაინით.  რუსეთმა მოითხოვა სამართლებრივი გარანტია ნატოს შემდგომი გაფართოების შესაჩერებლად.

სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ნატომ სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო სწრაფი რეაგირების ძალების ელემენტები განათავსა. აშშ-მა კანადამ და ევროპის ქვეყნებმა რეგიონში ჯამში ათასობით ჯარისკაცი გაამაგრეს. 

მისივე თქმით, ევროპის 30 თავდაცვით ადგილას 100-ზე მეტი გამანადგურებელი 120-ზე მეტი ხომალდის და სამი დამრტყმელი ჯგუფის თანხლებით ოპერირებს.

"კოლექტიური თავდაცვის კონტექსტში ჩვენ პირველად ვაყენებთ NATO-ს საპასუხო ძალებს. ჩვენ ვსაუბრობთ ათასობით ჯარზე, საჰაერო და საზღვაო შესაძლებლობებზე".- აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა. 

მან ხაზი გაუსვა, რომ ძალები დაიცავს ნატოს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს. სტოლტენბერგის თქმით, გაგრძელდება უკრაინის, ასევე რუსეთის მიერ საფრთხის ქვეშ მყოფი რეგიონის სხვა ქვეყნების - მათ შორის საქართველოს, მოლდოვასა და ბოსნიას მხარდაჭერა. 

ნატო ნათლად აცხადებს, რომ არ გაგზავნის ჯარს უკრაინაში, რომელიც ალიანსის წევრი არ არის.