ჩინეთის პრეზიდენტი პუტინს უკრაინასთან მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს. ვლადიმერ პუტინი კი აცხადებს, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებების დასაწყებად მზადაა.
ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან უმაღლეს დონეზე მოლაპარაკებებისათვის მზადყოფნა ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან სატელეფონო საუბრისას დაადასტურა.
"ჩინეთი მხარს უჭერს რუსეთსა და უკრაინას შორის საკითხების მოლაპარაკებების გზით გადაჭრაში",- უთხრა სი ძინპინმა პუტინს სატელეფონო საუბრისას.
სი და პუტინი ახლო მოკავშირეები არიან. ისინი ერთმანეთს მიმდინარე თვის დასაწყისში შეხვდნენ, როდესაც პუტინი პეკინში 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ჩავიდა. რუსეთის ლიდერმა ჩინეთს დასავლეთთან მზარდი დაძაბულობის ფონზე გაზის მიწოდების გაზრდა შესთავაზა.