უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ Twitter-ი კონფლიქტის და მაღალი რისკის ზონებში მისი სერვისების გამოყენების შესახებ რჩევებს გასცემს.
ტვიტის თემა ხსნის უსაფრთხოების საუკეთესო პრაქტიკას ინგლისურ და უკრაინულ ენებზე, მათ შორის გასცემს რჩევას ანგარიშების დეაქტივაციის შესახებ, თუ ეს ყველაზე უსაფრთხო მიდგომა იქნება.
კომპანიამ მოუწოდა მომხმარებლებს გამოიყენონ ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია, ძლიერი პაროლები და ელექტრონული ფოსტიდან და ტელეფონის ნომრიდან დადასტურების ფუნქცია ისეთი ქმედებებისთვის, როგორიცაა პაროლის ცვლილება. კომპანიამ მომხმარებლებს ასევე ურჩია ფრთხილად იყვნენ პერსონალური ინფორმაციის გაცემასთან და გამორთონ ტვიტების მდებარეობის მონაცემები.
When using Twitter in conflict zones or other high-risk areas, it’s important to be aware of how to control your account and digital information.
— Twitter Safety (@TwitterSafety) February 24, 2022
Every situation is different, so here are some things to consider:
Twitter-ი და კიდევ ერთი სოციალური მედიის გიგანტი Meta Platforms-ი კრიტიკის ობიექტები არიან პოლიტიკურ მღელვარებაზე ნელი რეაგირებისა და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული დეზინფორმაციული კამპანიების გამო. 2020 წელს კომპანიამ ათიათასობით ანგარიში წაშალა, რომლებიც რუსეთთან, ჩინეთთან და თურქეთთან დაკავშირებულ პროპაგანდას ეწეოდნენ.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ვლად სავოვი