უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პარალელურად ბიტკოინის ფასი ერთთვიან მინიმუმამდე დაეცა. სარისკო აქტივები ვარდნას განაგრძობენ.
უმსხვილესი კრიპტოვალუტის ფასი 8.5%-ით შემცირდა და $34,337 შეადგინა. ეს მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა უკრაინის დემილიტარიზაცია ხუთშაბათს სარაკეტო შეტევებით დაიწყო. მეორე უმსხვილესი კრიპტოვალუტის ფასი 12%-ით შემცირდა და ამჟამად $2,301 შეადგენს. ასევე მცირდება სხვა ციფრული მონეტების ფასები, როგორიცაა XRP, Cardano და Solana.
ბოლო კვირების განმავლობაში ბიტკოინის რყევები ძირს უთხრის არგუმენტს, რომ გეოპოლიტიკური დაძაბულობის დროს კრიპტო უსაფრთხო თავშესაფარს წარმოადგენს. ეს ნაწილობრივ უკავშირდება ფაქტს, რომ ბოლო დროს კრიპტოვალუტამ გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე ღრმა ინტეგრაცია შეძლო, რაც მას სხვა რისკის შემცველ აქტივებთან ერთად მოძრაობას აიძულებს.
პარალელურად, ტრადიციული უსაფრთხო აქტივის, ოქროს ფასი დღეს თითქმის 1-წლიან მაქსიმუმამდე გაიზარდა.
ანალიტიკოსების პროგნოზით, ბიტკოინის ვარდნის შემთხვევაში შემდეგი საკვანძო დონე $28,000-დან $29,000-მდე იქნება. თუ ეს ზღვარი დაირღვევა, შეიძლება ვიხილოთ ბევრად უფრო დაბალი დონეები $20,000-ის ფარგლებში და ქვემოთ.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯოანა ოსინგერი