LIVE

ეს არის უპასუხისმგებლო და ამორალური ქმედება - ჩინეთი აშშ-ის სანქციებზე

23 თებ 202218:37
3 წუთის საკითხავი
clock clock 1514
ეს არის უპასუხისმგებლო და ამორალური ქმედება - ჩინეთი აშშ-ის სანქციებზე

ჩინეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების გამო ამერიკის შეერთებულ შტატებს აკრიტიკებს და უკრაინის კრიზისის გაღვივებაში ადანაშაულებს.  

საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ჰუა ჩუნინმა პეკინში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ პეკინის შეფასებით, სანქციები პრობლემების გადაჭრის საუკეთესო გზა არ არის. 

მან აშშ და NATO რუსეთის მახლობლად თავდასხმითი იარაღის განთავსების გამოც გააკრიტიკა და იკითხა ოდესმე უფიქრიათ თუ არა რა შედეგი მოჰყვება ძალის მოხვევას. 

"ცეცხლმოკიდებულ სახლს ზეთს უმატებს და თითს იშვერს სხვებისკენ, რომლებიც ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ. ეს ქმედება არის უპასუხისმგებლო და ამორალური”, - თქვა მან აშშ-ის ნაბიჯებზე. 

ანალიტიკოსების შეფასებით, შექმნილ ვითარებაში ჩინეთი ცდილობს ერთი მხრივ, მხარი დაუჭიროს რუსეთს, მეორე მხრივ კი თავი წარმოაჩინოს, როგორც პასუხისმგებლობიანმა და ძლიერმა ქვეყანამ. 

სპიკერის თქმით, ჩინეთი ცდილობს პრობლემის მოგვარებას და რეგიონში სტაბილურობას მოლაპარაკებებისა და კონსულტაციების გზით ცდილობს. 

"განსხვავებით აშშ-სგან, რომელიც აგზავნის იარაღს, ზრდის დაძაბულობას და ომის შესაძლებლობას, ჩინეთი მოუწოდებს ყველა მხარეს პატივი სცენ და დააფასონ უსაფრთხოების საკითხზე თითოეული მათგანის ლეგიტიმური შეშფოთება“, - თქვა ჰუამ, რომელმაც სექტემბრის შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოველდღიური ბრიფინგი პირველად ჩაატარა.

ჩინეთი ხშირად აპროტესტებს სანქციებს, რომლებსაც აშშ ადამიანის უფლებების სავარაუდო დარღვევის გამო უწესებს. 

გუშინ აშშ-მა ორ რუსულ ბანკს, სუვერენულ ვალს, რუსეთის ელიტასა და მათი ოჯახის წევრებს სანქციები დაუწესა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია