LIVE

ავსტრალიის პრემიერი: უკრაინაში სრული შეჭრა მოსალოდნელია 24 საათის განმავლობაში

23 თებ 202212:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1009
ავსტრალიის პრემიერი: უკრაინაში სრული შეჭრა მოსალოდნელია 24 საათის განმავლობაში

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი, სკოტ მორისონი ვარაუდობს, რომ რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისთვის მზადაა.

რუსეთი "უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისთვის მზადყოფნის პიკზეა და ეს სავარაუდოდ მომდევნო 24 საათის განმავლობაში მოხდება. უკვე არის ცნობები დაბომბვისა და ამ გარემოს შესახებ, რაც შეიძლება მიუთითებდეს, რომ ის უკვე დაიწყო“.

მორისონის თქმით, ლიბერალური დემოკრატიის მქონე ქვეყნები ერთად უნდა დადგნენ, რათა დაუპირისპირდნენ ავტორიტარულ სახელმწიფოებს, რომლებიც თავიანთი მიზნების მიღწევას ცდილობენ. 

რუსეთის მიმართ სანქციები დღეს ავსტრალიაც აწესებს. მორისონის განცხადებით, შეზღუდვები მოიცავს მოგზაურობის აკრძალვას და მიზნობრივ ფინანსურ სანქციებს რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს 8 წევრზე - ქვეყნის მაღალჩინოსნებსა და თავდაცვის მეთაურებზე.