რისკის მოდელირების კომპანიის შეფასებით, სატვირთო გემზე გაჩენილი ხანძარი შესაძლოა ავტომწარმოებელს მინიმუმ $155 მილიონი დაუჯდეს.
გემზე Felicity Ace განთავსებული იყო თითქმის 4000 მანქანა. ტვირთის საერთო ღირებულება $438 მილიონს შეადგენს. Russell Group-ის შეფასებით, აქედან მანქანების ღირებულება $401 მილიონს შეადგენს.
VW ჯგუფს გემზე Volkswagen-ის, Porsche-ს, Audi-ს, Bentley-სა და Lamborghini-ის მოდელები მქონდა.
BMW-ის სპიკერის განცხადებით, რომ ბორტზე კომპანიის არცერთი მანქანა არ არის, ხოლო Mercedes-Benz-ის სპიკერის თქმით, ავტომწარმოებელმა არ იცის არის თუ არა გემზე მისი რომელიმე მანქანა.
Russell Group-ის მოდელირება ეყრდნობა დაშვებას, რომ ბორტზე არსებული ყველა მანქანა დაიკარგა. კომპანიის შეფასებით, VW-ის გარდა, სხვა ავტომობილების მწარმოებლებმა დაახლოებით $246 მილიონის ღირებულების მანქანები დაკარგეს.
Felicity Ace დაახლოებით სამი ფეხბურთის მოედნის ზომისაა. 16 თებერვალს მას ხანძარი იმ დროს გაუჩნდა, როცა გემი გერმანიის ემდენის პორტიდან დევისვილში, როდ აილენდის პორტში მიდიოდა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კრეიგ ტრუდელი