LIVE

დონბასის ევაკუაციის შესახებ ვიდეო ესკალაციამდე 2 დღით ადრეა გადაღებული

19 თებ 202211:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 910
დონბასის ევაკუაციის შესახებ ვიდეო ესკალაციამდე 2 დღით ადრეა გადაღებული
ЛуганскИнформЦентр/Telegram

უკრაინა რუსეთს დონბასის სეპარატისტულ აღმოსავლეთ რეგიონში ყალბი კრიზისის შექმნის მცდელობაში ადანაშაულებს. BBC-მ მოიპოვა მტკიცებულება, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს პრორუს სეპარატისტთა პრეტენზიებს, რომ უკრაინის თავდასხმა გარდაუვალია. 

18 თებერვალს დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ გაავრცელა ვიდეო, სადაც დეტალურადაა აღწერილი მოსახლეობის ევაკუაცია. ერთ-ერთ ვიდეოში სეპარატისტი ლიდერი ამტკიცებს, რომ უკრაინული დაბომბვის გამო გაცემულია ბრძანება მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ და ამბობს: “დღეს, პარასკევს, 18 თებერვალს…”.

BBC-მ გადაამოწმა გამოქვეყნებული ვიდეოების მეტამონაცემები და აღმოაჩინა, რომ ისინი ჩაწერილი იყო ოთხშაბათს, 16 თებერვალს, საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე ორი დღით ადრე. 

ეს იმაზე მეტყველებს, რომ ესკალაცია წინასწარ იყო დაგეგმილი - წერს BBC.