LIVE

სასამართლომ Parler-ს ჰოსტონგის აღდგენაზე უარი უთხრა- დავა Amazon-თან

22 იან 202110:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 464
სასამართლომ Parler-ს ჰოსტონგის აღდგენაზე უარი უთხრა- დავა Amazon-თან
Gabby Jones/Bloomberg

სასამართლომ Parler-ის სარჩელი არ დააკმაყოფილა. სასამართლო Amazon-ს არ ავალდებულებს, აღადგინოს ჰოსტინგი სოციალური მედიის ქსელისთვის.

Parler ამტკიცებდა, რომ Amazon Web Services-ის 6 იანვრის კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ პლატფორმის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება, პოლიტიკურად იყო მოტივირებული. Amazon კი აცხადებდა, რომ სოციალურმა ქსელმა ვერ შეძლო ძალადობრივი შინაარსის მესიჯების შეკავება იმ ფონზე, როცა ძალადობრივი დაჯგუფება კაპიტოლიუმზე შტურმს ახორციელებდა.

ქლაუდ სერვისებში დომინირებს რამდენიმე დიდი კომპანია,  რომლებსაც შეუძლიათ უზრუნველყონ ვებ-ინფრასტრუქტურა და კიბერუსაფრთხოების სერვისები, რაც საჭიროა სოციალური მედია სერვისებისთვის - ამტკიცებდა Parler საკუთარ სარჩელში.

პლატფორმა აცხადებს, რომ ის ცდილობდა ხელახალ რეგისტრაციას ექვს პოტენციურ პროვაიდერთან, რომლებიც თავს იკავებდნენ AWS-სთან დაკავშირებული ისტორიის გამო. სოციალურ ქსელს შეზღუდული ფორმით მომსახურებაზე მხოლოდ რუსული საკუთრებაში ვებ-უსაფრთხოების სამსახური დათანხმდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯოელ როზენბლატი