LIVE

JPMorgan-ის სტრატეგები: Bitcoin რისკების დაზღვევის საშუალება არ არის

22 იან 202112:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 305
JPMorgan-ის სტრატეგები: Bitcoin რისკების დაზღვევის საშუალება არ არის
Chris Ratcliffe/Bloomberg

JPMorgan-ის სტრატეგებს ცუდი ამბავი აქვთ Wall Street-ის კომპანიებისთვის, რომლებიც Bitcoin-ს პორტფელის დივერსიფიკაციის საშუალებად აღიქვამენ. მათი კვლევის თანახმად, Bitcoin არამარტო ვერ ახდენს მსხვილი გაყიდვების მოკლევადიანი ჩამორჩენის კომპენსირებას, არამედ მისი საყოველთაო პოპულარობა ზრდის Token-ის კავშირს ციკლურ აქტივებთან.

Bitcoin “ყველაზე ნაკლებსაიმედო ჰეჯირებაა ბაზრის ძლიერი სტრესის დროს“- ნათქვამია JPMorgan-ის სტრატეგების, ჯონ ნორმანდისა და ფედერიკო მანიკარდის მოხსენებაში.

მიუხედავად იმისა, რომ მათ აღიარეს Bitcoin-ის მიმზიდველობა პოლიტიკური არეულობით შეშფოთებული ინვესტორებისთვის, გუნდმა ისინი გააფრთხილა, რომ კრიპტოვალუტა არ იმოქმედებს, როგორც ტრადიციული ჰეჯირების აქტივი.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში Bitcoin-ს დაბალი კორელაცია ჰქონდა ჰეჯირების ისეთ საშუალებებთან, როგორიცაა ოქრო, ხაზინა და იენი, რაც პოტენციურად გამოსადეგია ინვესტორებისთვის, რომლებიც ფართო პორტფელს მართავენ. ბოლო პერიოდში დინამიკა შეიცვალა და კრიპტოვალუტა უფრო მეტად დაუკავშირდა ტრადიციულ ციკლურ ბაზრებს. მიუხედავად ამისა, მოსაზრებები მკვეთრად იყოფა -კრიპტოვალუტა არის ახალი აქტივი ციფრული ეპოქისთვის თუ სპეკულაციური აქტივი.

„მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოვალუტა საბოლოოდ განიხილება ფინანსური ინოვაციად თუ სპეკულაციად, Bitcoin-მა უკვე მიაღწია ნებისმიერი აქტივის ფასის უსწრაფეს ზრდას“ - წერენ ნორმანდი და მანიკარდი.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ანკლი ვორაჩიტი