LIVE

მერკელი Nord Stream2-ზე ბაიდენთან საუბრისთვის მზადაა

21 იან 202120:43
3 წუთის საკითხავი
clock clock 374
მერკელი Nord Stream2-ზე ბაიდენთან საუბრისთვის მზადაა
John MacDougall/AFP via Getty Images

ანგელა მერკელი მზადაა მოსკოვთან ენერგეტიკული კავშირები აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან განიხილოს: „ჩვენ უნდა განვიხილოთ, გაზის სექტორში რომელი ეკონომიკური ურთიერთობებია მისაღები რუსეთთან და რომელი არა“.

თუმცა, გერმანიის კანცლერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა რუსეთთან დაკავშირებული სადავო გაზსადენის მხარდაჭერა: „ჩემი პოზიცია Nord Stream 2-თან დაკავშირებით არ შეცვლილა”. კანცლერმა ასევე განაცხადა, რომ სანქციები მიუღებელია იმ პირობებში, როცა აშშ-ს თავადაც ენერგეტიკულ საკითხებში თავადაც თანამშრომლობს რუსეთთან. 

Nord Stream2 ერთ-ერთია იმ გამოწვევათა შორის, რომელთანაც პრეზიდენტ ბაიდენს საპრეზიდენტო ვადის დასაწყისში მოუწევს გამკლავება. ანტონი ბლინკენის თქმით, ახალ ადმინისტრაციას „მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, ყველაფერი გააკეთოს, რათა არ მოხდეს მილსადენის დასრულება“.

1,230კმ-იანი გაზსადენის მშენებლობა, რომელიც რუსეთის გაზს გერმანიას მიაწვდის, 2019 წლის დეკემბერში შეჩერდა მას შემდეგ, რაც  აშშ-მ რუსეთს სანქციები დაუწესა. აშშ აცხადებს, რომ მილსადენი მოსკოვს ძალიან დიდ ბერკეტებს აძლევს ევროპის ენერგეტიკულ სფეროზე და საფრთხეს უქმნის რეგიონის უსაფრთხოებას. პასუხად ამერიკის შეერთებული შტატები თავდაცვის აქტის ფარგლებში რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ზრდის.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: რეიმონდ კოლიტი