გაერთიანებული სამეფოს საგადასახადო დაცვის ორგანიზაციამ დამატებითი ღირებულების გადასახადის თაღლითობის საქმეში $1,9 მილიონის ღირებულების NFT ამოიღო.
ხელისუფლების მოტყუების მცდელობისთვის, რისთვისაც, სავარაუდოდ, 250 ყალბი კომპანიის ქსელი იყო გამოყენებული, სამი ადამიანი დააკავეს. ხელისუფლებამ ასევე ამოიღო 5 000 ფუნტის ღირებულების სხვა კრიპტო აქტივები, NFT-ების ღირებულება ჯერ არ არის შეფასებული.
NFT-ებმა, ციფრული აქტივის სახეობამ, რომელიც ბლოკჩეინ ქსელებში ივაჭრება, ფართო პოპულარობა კრიპტო ტრეიდერებსა და ხელოვნების მოყვარულებს შორის გასულ წელს მოიპოვა. NFT-ები ისეთ ტოპ აუქციონებში, როგორებიცაა Christie's და Sotheby's მრავალმილიონიანი გაყიდვებს აფიქსირებენ. მიმდინარე თვეში კრიპტო კვლევითი ფირმა Messari-ის NFTGo მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ ბაზარი საერთო ჯამში დაახლოებით $16 მილიარდს შეადგენს.
გაერთიანებულ სამეფოში $2 მილიონამდე NFT-ების ამოღება შეერთებულ შტატებში $3,6 მილიარდის მოპარული ბიტკოინის ამოღებას მოჰყვა, რაც ყველაზე დიდი ფინანსური ჩამორთმევაა ისტორიაში. ორივე საქმე წარმოაჩენს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან იმის დემონსტრირებას, რომ კრიპტოვალუტა არ არის უსაფრთხო კრიმინალური საქმიანობისთვის.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ემილი ნიკოლი