LIVE

ნიუ-იორკის მერმა აუცრელობის გამო, სამსახურიდან 1430 ადამიანი დაითხოვა

15 თებ 202216:13
3 წუთის საკითხავი
clock clock 1107
ნიუ-იორკის მერმა აუცრელობის გამო, სამსახურიდან 1430 ადამიანი დაითხოვა
Bloomberg

ნიუ-იორკში საჯარო სექტორის 1400-ზე მეტი თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს, რადგან მათ ვაქცინაციისთვის მიცემულ ვადაში აცრის გაკეთებაზე უარი თქვეს. მათგან უმეტესობა განათლების დეპარტამენტის თანამშრომელი იყო. 

სამსახურიდან დათხოვნის საფრთხე 3000-ზე მეტ ადამიანს ემუქრებოდა, თუმცა ბოლო მომენტში ნაწილმა აცრა გადაწყვიტა. 

ნიუ-იორკის მერი ერიკ ადამსი მათ გათავისუფლებას აფასებს, როგორც საკუთარი ნებით სამსახურიდან წასვლას.

"ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო ვაქცინაცია და არა გაშვება",- თქვა ადამსმა. 

ვაქცინაციის მოთხოვნა გასულ კვირას ქალაქის ორი ათზე მეტმა პროფკავშირმა გააპროტესტა. მათ შორის იყო მასწავლებლების, პოლიციელებისა და მეხანძრეების გაერთიანებები.

ნიუ-იორკში საჯარო სექტორის თანამშრომლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულოდ ქალაქის ყოფილმა მერმა გასული წლის ოქტომბერში გამოაცხადა. ახალმა მერმა თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ წესის გაუქმებას არ აპირებდა. 

აცრის მოთხოვნით, აშშ-ის ოფიციალური პირები ცდილობენ გაზარდონ ვაქცინაციის 64%-იანი მაჩვენებელი. ბაიდენის ადმინისტრაციამ ყველა ფედერალურ მუშაკის აცრა მოითხოვა, მაგრამ მოსამართლემ ეს წესი გასულ თვეს დაბლოკა. სხვა დიდმა ქალაქებმა, როგორიცაა ჩიკაგო და სან დიეგო ასევე მოითხოვეს თანამშრომლების ვაქცინაცია. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ალისია დიასი