პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის ლიდერ ვლადიმერ ზელენსკის განუცხადა, რომ აშშ და მისი მოკავშირეები სწრაფად და გადაწყვეტით იმოქმედებენ, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება. განცხადება ძირითადად ეხმიანება ბაიდენის კომენტარს, რომელიც მან უფრო ადრე ვლადიმერ პუტინის მიმართ გააკეთა.
პარალელურად, ადრე გავრცელებული ცნობის თანახმად, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთთან სასაზღვრო დაძაბულობის საფრთხე შეამცირა და განაცხადა, რომ პერსპექტივაში „ძირითადი ცვლილება“ არ მომხდარა.
შაბათს პუტინი-ბაიდენის ერთსაათიანი ზარი, რომელიც, როგორც ჩანს, მოლაპარაკებებში წინსვლას ვერ დაეხმარა, მოლაპარაკებების ცხელ რაუნდს მოჰყვა. ეს მას შემდეგ, რაც აშშ-მ განაცხადა, რომ რუსეთმა შესაძლოა უკრაინას პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დასრულებამდე შეუტიოს. რამდენიმე ქვეყანამ თავის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა.
რუსეთმა უკვე არაერთხელ უარყო, რომ უკრაინაში შეჭრას გეგმავს. თუმცა აშშ და NATO-ს მოკავშირეები აცხადებენ, რომ უკრაინის საზღვართან თითქმის 130,000 რუსი ჯარისკაცის მოგროვება შესაძლოა ამისთვის მზადყოფნას ნიშნავდეს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატია