LIVE

მაკრონს პუტინთან მიახლოების უფლება Covid ტესტზე უარის გამო არ მისცეს - Reuters

11 თებ 202210:59
3 წუთის საკითხავი
clock clock 2007
მაკრონს პუტინთან მიახლოების უფლება Covid ტესტზე უარის გამო არ მისცეს - Reuters

საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს რუს კოლეგასთან შეხვედროს დროს, ახლოს მისვლის უფლება Covid-19-ის ტესტის ადგილზე ჩატარებაზე უარის თქმის გამო არ მისცეს. 

Reuters-ს საფრანგეთის პრეზიდენტის გარემოცვის წარმომადგენელმა უთხრა, რომ მაკრონს ადგილზე რუსი ექიმების მიერ კოვიდტესტის ჩატარება შესთავაზეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას პუტინთან დისტანციის დაცვა მოუწევდა. წყაროს ცნობით, საფრანგეთის მხარე ვერ დაუშვებდა, რომ მაკრონის დნმ-ის ნიმუში რუსების ხელში აღმოჩენილიყო. 

პრეზიდენტი მაკრონი პუტინს 7 თებერვალს შეხვდა. მედიაში გავრცელებული კადრებიდან ჩანდა, რომ კოლეგები ერთმანეთისგან უჩვეულოდ შორს ისხდნენ. პრეზიდენტებს შორის დისტანცია შენარჩუნებული იყო შეხვედრის შემდეგ გამართული პრესკონფერენციის დროსაც. 

წყაროს თქმით, მაკრონმა გამგზავრებამდე PCR ტესტი საფრანგეთში ჩაიტარა, ხოლო რუსეთში ჩასვლის შემდეგ სწრაფი ტესტი პირადმა ექიმმა აუღო.  

აღსანიშნავია, რომ მაკრონთან შეხვედრიდან სამი დღის შემდეგ, პუტინმა ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი მიიღო. მათ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და შეხვედრა ყავის მაგიდასთან გამართეს.