LIVE

YouTube-ი Metaverse-ის კონკურენტი გახდება

11 თებ 202215:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 835
YouTube-ი Metaverse-ის კონკურენტი გახდება
Bloomberg

კონკურენტი კომპანიის მასშტაბური სიახლეების ფონზე, ახალი შესაძლებლობების განვითარებაზე YouTube-ის პროდუქტების მთავარმა ოფიცერმა ისაუბრა.

„ვიმუშავებთ, რათა მეტი ინტერაქცია შემოვიტანოთ თამაშებში და ისინი უფრო ცოცხალი გავხადოთ. ჯერ დასაწყისია, მაგრამ აღფრთოვანებული ვართ იმის დანახვით, თუ როგორ შეგვიძლია ვირტუალური სამყარო მაყურებლისთვის რეალობად ვაქციოთ“,- თქვა YouTube-ის პროდუქტების მთავარმა ოფიცერმა, თქვა ნილ მოჰანმა.

მისივე თქმით, YouTube ფოკუსირებული იქნება მოკლე ვიდეოებზე და დაამატებს ვიდეო ეფექტებსა და ხელსაწყოებს, ასევე სწრაფი ვიდეოდან შოპინგის შესაძლებლობას.

მსოფლიოს უდიდეს ვიდეო საიტი ვირტუალური რეალობის ვიდეოების განვითარებას მხარს 2016 წლიდან უჭერს. 2014 წლიდან Google-მა გამოუშვა VR პლატფორმა Cardboard, ხოლო 2013 წელს აუგმენტური რეალობის საკმაოდ გავრცელებული მოწყობილობა Google Glass. მიუხედავად ამისა, კონკურენტებთან შედარებით, ის უფრო ნელი ტემპით განიხილავს სამომავლო გეგმებს.

Google-ს აქვს საკუთარი VR/AR განყოფილება, მაგრამ ამ სფეროში რომელიმე მოწყობილობასთან დაკავშირებულ გეგმებზე საჯაროდ არ უსაუბრია.

ადამიანები დღეში 700 მილიონ საათზე მეტს ატარებენ YouTube კონტენტს ტელევიზორში ყურებაში. მოჰანი ამბობს, რომ მალე კომპანია მაყურებლებს საშუალებას მისცემს ეკრანზე მიმდინარე კონტენტზე რეაქცია მობილურების საშუალებით გამოხატონ.

YouTube ისევ გეგმავს „გააუმჯობესოს“ კომენტარების განყოფილება. კომპანია ვიდეოს შემქმნელებს მისცემს წვდომას სტატისტიკაზე იმის შესახებ, თუ რა ტიპის ვიდეოების ნახვა სურთ მაყურებლებს.

კომპანია Meta-ს მიერ შემოთავაზებულ მეტავერსს სპეციალისტები რადიკალურ განსხვავებულად აფასებენ. ნაწილი მიიჩნევს, რომ ის მხოლოდ ვირტუალური რეალობის რებრენდინგია, ნაწილი კი დარწმუნებულია, რომ ის გახდება ძირითადი პლატფორმა სოციალური მედიისთვის, თამაშებისთვის, ციფრული აქტივების მფლობელობისთვის და ა.შ.

კომპანია Microsoft-მა განაცხადა, რომ ვირტუალურ სამყაროში სამუშაო სივრცის პროგრამას შემოიტანს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ნიკო გრანტი