LIVE

ომის შემთხვევაში იაპონია ევროპას რუსული გაზის ალტერნატივას სთავაზობს

09 თებ 202216:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 12352
ომის შემთხვევაში იაპონია ევროპას რუსული გაზის ალტერნატივას სთავაზობს

რუსეთის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში, იაპონია მზადაა ევროპისთვის ბუნებრივი აირის გადაუდებელი მიწოდება უზრუნველყოს. ამის შესახებ იაპონური გაზეთი Nikkei იუწყება

გამოცემის ცნობით, დღეისათვის იაპონური ენერგეტიკული კომპანიების თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) მარაგი გასულ წელთან შედარებით 10%-ით მეტია.

ქვეყნის ენერგეტიკული კომპანიები მზად არიან უზრუნველყონ თხევადი გაზის მიწოდება პირდაპირ ჩრდილოეთ ამერიკის საბადოებიდან. 

2021 წლის დასაწყისისთვის უკრაინის მიწისქვეშა საცავებში გაზის მარაგმა 23,5 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია ბოლო 10 წლის განმავლობაში. 2022 წლის 28 იანვარს პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა განაცხადა, რომ უკრაინის ეროვნული სააქციო საზოგადოება Naftogaz-ი 2022 წლის პირველ კვარტალში საკუთარი წარმოებიდან დაახლოებით 3,3 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიღებას გეგმავს. 

1 თებერვალს უკრაინამ პირველად დაიწყო გაზის ფიზიკური იმპორტი უნგრეთიდან. ეს მიმართულება უკრაინაში გაზის მიწოდების მეორე გარანტირებული მარშრუტი გახდა სლოვაკეთის შემდეგ.

2022 წლის 1 თებერვალს Gazprom-მა უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტი გააორმაგა, თუმცა ბუნებრივი აირის ტრანზიტი უკრაინის გაზის გადამცემი სისტემით (GTS) 2022 წლის იანვარში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57%-ით შემცირდა.

Gazrom-სა და პოლონეთს შორის გაზის ტრანზიტის გრძელვადიანი შეთანხმება 2020 წელს დასრულდა. მას შემდეგ სეგმენტის სიმძლავრეები ნაწილდება აუქციონებზე. ახლა მილსადენი გადავიდა საპირისპირო რეჟიმში, ის გაზს გერმანიიდან პოლონეთში ატარებს. Gazprom-ი გადავიდა ხაზის სიმძლავრეების დღიურ დაჯავშნაზე, თუმცა მანამდე ისინი ერთი თვის განმავლობაში გამოისყიდა.

2021 წლის დეკემბერში რუსულმა სახელმწიფო კომპანიამ უარი თქვა Yamal-Europe-ის მილსადენის პოლონური მონაკვეთის სიმძლავრეების დაჯავშნაზე. Yamal-Europe-ის მეშვეობით გაზი, რომელიც ჩვეულებრივ დასავლეთიდან გერმანიას მიეწოდება, 21 დეკემბრიდან უკურეჟიმში მუშაობს და აღმოსავლეთიდან პოლონეთამდე მიდის. 

მოსალოდნელი იყო, რომ გაზის მიწოდება დაუბრუნდებოდა დასავლეთის მიმართულებას მას შემდეგ, რაც Gazprom-მა სატრანზიტო სიმძლავრე დაჯავშნა, მაგრამ, დასავლეთის მიმართულებით გადატუმბვის შემდეგ, დაახლოებით ერთ საათში, მილსადენი ორივე მიმართულებით გაჩერდა. 

2022 წლის 8 თებერვალს Gazprom-მა შეამცირა ტრანზიტის მოცულობა უკრაინის GTS-ით და არ დაჯავშნა გაზის მიწოდება პოლონეთის გავლით გერმანიაში Yamal-Europe -ის გაზსადენის გავლით.