LIVE

ვაქცინირებული უკრაინელი პენსიონერები საჩუქრად სმარტფონს მიიღებენ

08 თებ 202215:27
3 წუთის საკითხავი
clock clock 465
ვაქცინირებული უკრაინელი პენსიონერები საჩუქრად სმარტფონს მიიღებენ
Mykola Lazarenko

60 წელს გადაცილებული ვაქცინირებული უკრაინელები საჩუქრად თანამედროვე სმარტფონსა და შეღავათიან საკომუნიკაციო ტარიფს მიიღებენ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Diia Summit 2022-ზე განაცხადა

“ვიწყებთ ახალ სახელმწიფო პროგრამას: 60 წელზე უფროსი ასაკის ვაქცინაციის მსურველი უკრაინელები მაღალი ხარისხის, თანამედროვე სმარტფონსა და შეღავათიან ტარიფს მიიღებენ. ეს იყო ოცნება და ეს უკვე რეალობაა. ეს არის გზა ჩვენი მთავარი მიზნისაკენ - ინტერნეტზე წვდომა უკრაინის ყველა მოქალაქისთვის. სახელმწიფოში მიმდინარე პროცესებზე ზემოქმედების შესაძლებლობა ყველას აქვს. არა მხოლოდ კლასიკური ინსტრუმენტების საშუალებით, არამედ თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით. ეს არის დემოკრატია მისი ყველაზე ფართო ფორმით”,- განაცხადა პრეზიდენტმა. 

2021 წლის ნოემბერში ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ ეკონომიკის შემოქმედებითი, სპორტისა და სატრანსპორტო სექტორების მხარდაჭერის ახალი პროგრამის ფარგლებში, უკრაინელები, რომლებმაც მიიღეს COVID ვაქცინის ორი დოზა, შეძლებენ მიიღონ 1000 გრივნა. გამაძლიერებელი დოზისთვის ისინი დამატებით 500 გრივნას მიიღებენ.