LIVE

ნავთობის ფასი ბარელზე $94-მდე გაიზარდა

07 თებ 202215:09
3 წუთის საკითხავი
clock clock 908
ნავთობის ფასი ბარელზე $94-მდე გაიზარდა

ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე $94-მდე გაიზარდა, რაც 2014 წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 

ნავთობის ბაზრის სტრუქტურა აშკარად კვეთს მარაგების შემცირების ნიშნებს ძირითად საცავებში. საუდის არაბეთი ძლიერ მოთხოვნას პროგნოზირებს, რაც აზიაში, აშშ-სა და ევროპაში ნედლი ნავთობის ფასებს კიდევ გაზრდის.

ნავთობის ფასმა გაუმჯობესებული მოთხოვნისა და მიწოდების შეფერხებების ფონზე მოიმატა, რაც, შესაძლოა, ფასის $100-მდე გაზრდას ნიშნავდეს. ასევე, არსებობს გეოპოლიტიკური რისკის გავლენაც, რადგან რუსეთის ჯარები უკრაინის საზღვართან არიან განლაგებული.

ამავდროულად, ირანული ნედლი ნავთობის დაბრუნების პერსპექტივამ გასულ კვირას წინ მცირე ნაბიჯი გადადგა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ხელი მოაწერა რამდენიმე სანქციის შეწყვეტას, რომლებიც ირანის სამოქალაქო ბირთვულ საქმიანობასთან იყო კავშირში. თუმცა, ირანის განცხადებით, მას ჯერ კიდევ სჭირდება გარანტიები ვაშინგტონისგან, რათა აღადგინოს ბირთვული შეთანხმება მსოფლიო ძალებთან.

ასევე, გასულ კვირას OPEC+ გამომუშავების გაზრდას მარტში დღეში 400 000 ბარელით დათანხმდა. თუმცა, ჯგუფს ჯერ კიდევ უჭირს მიწოდების შესახებ გაცემული დაპირებების შესრულება. 

აღსანიშნავია, რომ ნავთობის ფასის ზრდის გამო საქართველოში საწვავის 20-25 თეთრით გაძვირებაა მოსალოდნელი. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ელიზაბეტ ლოუ