ავსტრალია ორჯერ აცრილ ვიზის მფლობელებს ქვეყანაში შესვლის უფლებას 21 თებერვლიდან მისცემს. ნაბიჯი ორწლიან მკაცრ საერთაშორისო სასაზღვრო კონტროლს დაასრულებს, რომელიც ქვეყანაში Covid-19-ის გავრცელების შესაჩერებლად მიიღეს.
განცხადება საბოლოო ნაბიჯია ტურისტებზე და უცხოელ დასაქმებულებზე შეზღუდვების თანდათანობითი მოხსნის პოლიტიკაში. ავსტრალიის საზღვრები 2020 წლის მარტში, პანდემიის დაწყებიდან მალევე, თითქმის მთლიანად ჩაიკეტა.
განვითარებას მიესალმება ავსტრალიის მილიარდიანი ტურისტული ინდუსტრია, რომელშიც წლის განმავლობაში სამუშაო ადგილები თითქმის 12%-ით შემცირდა. ქვეყნის ხანგრძლივმა ჩაკეტვამ სექტორს მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა.
ვაქცინირებული საერთაშორისო ვიზიტორების მიღების გადაწყვეტილება ქვეყნის ბევრ ნაწილში Covid-ინფექციების, ჰოსპიტალიზაციის და ინტენსიური თერაპიის მიმღებების შემცირებას მოჰყვა. შინაგან საქმეთა მინისტრის კარენ ენდრიუსის განცხადებით, მოგზაურებს, რომლებსაც არ გაუკეთებიათ Covid-19 ვაქცინის ორი დოზა, უნდა წარმოადგინონ მტკიცებულება, რომ არსებობს სამედიცინო მიზეზი, რატომაც მათ არ მიიღეს აცრები.
ცნობისთვის, ავსტრალიაში შესვლის მკაცრმა პოლიტიკამ ახლახან მიიპყრო გლობალური ყურადღება, როდესაც არავაქცინირებული ჩოგბურთის ვარსკვლავი ნოვაკ ჯოკოვიჩი ეროვნული პროტესტის შემდეგ ქვეყნიდან დეპორტირდა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ბენ ვესტკოტი და აინსლი ჩენდლერი