LIVE

Spotify-მ ჯო როგანის პოდკასტის 100-ზე მეტი ეპიზოდი წაშალა

06 თებ 202218:11
3 წუთის საკითხავი
clock clock 1089
Spotify-მ ჯო როგანის პოდკასტის 100-ზე მეტი ეპიზოდი წაშალა

JREMissing-ის მიხედვით, Spotify-მ ჯო როგანის პოდკასტის The Joe Rogan Experience-ის 100-ზე მეტი ეპიზოდი წაშალა. პლატფორმის ნაბიჯი COVID-19-ის გარშემო დაწყებულ დაპირისპირებას მოჰყვა, თუმცა წაშლილი ეპიზოდებიდან ბევრი ძველი ეპიზოდია.

პლატფორმიდან გამქრალ შოუებს შორის არის ეპიზოდები ცნობილი კონსერვატორების, ულტრამემარჯვენე ექსპერტების ან შეთქმულების თეორეტიკოსების მონაწილეობით.

მას შემდეგ, რაც რამდენიმე არტისტმა Spotify დატოვა და როგანი COVID-19-ის დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა, პოდკასტერმა ბოდიში მოიხადა და პირობა დადო, რომ მეტი ბალანსს დაიცავს მის ძალიან პოპულარულ, მაგრამ საკამათო შოუში.

პარასკევს პლატფორმაზე დაბრუნების შემდეგ, 54 წლის როგანმა საღამოს კომენდანტის საათის შესახებ გააკეთა კომენტარი, რომელიც მონრეალში გასულ თვეში COVID ინფექციების ზრდის შემდეგ ამოქმედდა და შეზღუდვას "ველური" უწოდა.

”ამ მომენტამდე საკმაოდ ცხადი იყო, რომ ყველა ეს ჩაკეტვა არ მუშაობს. ისინი არ აჩერებენ გავრცელებას”,- განაცხადა როგანმა.

Johns Hopkins-ის ექსპერტების მიერ გამოქვეყნებულმა ბოლო კვლევამ დაადასტურა როგანის მტკიცება და დაადგინა, რომ პანდემიის პირველ ტალღაში ჩაკეტვამ და სხვა შეზღუდვებმა Covid-ის სიკვდილიანობა მხოლოდ 0.2%-ით შეამცირა.